საზოგადოება
დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა
დედოფლისწყაროში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველოს ახალი შენობა გაიხსნა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აშშ-ს ელჩმა ღონისძიებაზე ს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - სასაზღვრო პოლიციის უფროსს გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს:

„ პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - სასაზღვრო პოლიციის უფროსს გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს იმ მჭიდრო პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენს საელჩოსთნ ჩამოყალიბდა. მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამასა და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA), რომელთა ინტერესი როგორც თავად საელჩოსი, რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხობის გაძლიერება და საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდაა. აქვე მინდა ავღნიშნო ის პროგრესი, რასაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მიაღწია ოპერაციების სტანდარტიზაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების დონის გაზრდის კუთხით. 2006 წლიდან ჩვენ, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მეშვეობით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორებთან ეფექტური საზღვრის დაცვის ინიციატივების შემუშავებაზე. საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი შესაძლებლობების გაძლიერება აშშ-ს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტებია და ცხადია, სასაზღვრო უწყების გაუმჯობესება-მოდერნიზება ჩვენი და ჩვენი კოლეგების მთავარი მიზანია,“ - აღნიშნა იან კელიმ.

ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. იგი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 40 კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება.

შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით,  ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, ასევე, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ახალ სასაზღვრო სექტორს ააშენებს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს.





| Print |
FaceBook Twitter Google