საზოგადოება
ლოგინად ჩავარდნილი 83 წლის მოხუცი სოციალური შემწეობის გარეშე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ოჯახს, სადაც ორი პენსიონერი ცხოვრობს, სოციალური დახმარება მოუხსნეს.
62 წლის ნათელა სარაშვილი 83 წლის ავადმყოფ დედასთან ერთად, დახმარებას 4 წლის განმავლობაში იღებდა.



როგორც ქალბატონი ნათელა გვიყვება, მოხუცი უკვე დიდი ხანია ლოგინად არის ჩავარდნილი და მარტოს ვერ ტოვებს. ამის გამო ვერც მუშაობას ახერხებს. ერთადერთი შემოსავალი, რაც გააჩნდათ, პენსია და სოციალური დახმარება იყო, თუმცა, ეს თანხა წამლებისთვისაც არ ჰყოფნიდათ.
„დახმარება მარტში შეგვიწყვიტეს, მიზეზად ფართი დაასახელეს. ყველა ოთახი გასამართია, ამ ორ ოთახში ვართ შეკედლებული და აქაც სათანადო პირობები არ გვაქვს. იმის შემდეგ, რაც პირველად დაგვინიშნეს დახმარება, არაფერი შეცვლილა. დედაჩემს შვილიშვილმა 7 წლის წინ აგურით სცემა და მას შემდეგ ასეთ მდგომარეობაშია, ძალით ვაცოცხლებ. ყოველდღე სასწრაფო დგას ჩემს სახლთან. მე თვითონ ფსიქიატრიული პაციენტი ვარ, გარდა ამისა, მაქვს მაღალი წნევა, თრომბი და შაქარი. შარშან გამოკვლევა ჩავიტარე და ექიმმა მითხრა, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა გაქვსო. დახმარებას 108 ლარს ვიღებდით და იმასაც წამლებში ვხარჯავდით. მეც და დედამაც ყოველდღე წამლები რომ არ მივიღოთ, დავიხოცებით. ასეთ ავადმყოფს დახმარებას რომ შეუწყვეტენ, ეს არის მთავრობა?!“

მოხუცი გაყინულ ოთახში წევს, რადგან წლებია უკვე შეშას ვერ ყიდულობენ.
„რამდენი ხანია „ფეჩი“ არ გვდგმია, იმიტომ, რომ მთელი პენსია წამლებში მიდის. ხანდახან, ძალიან რომ შეგვცივა, გაზს ვანთებთ. მეუღლე 27 წელია დამეღუპა. ჩვენი პატრონი არავინაა, ათასში ერთხელ მეზობლები შემოდიან და ისინი თუ გვაქცევენ ყურადღებას.“

მისივე თქმით, სოციალურ განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.
„პირველად, ტირილით მივედი, მიპასუხეს, 75 ათასი ქულა გაქვთ და დახმარება ამიტომ არ დაგენიშნებათო. ამის მერე არჩევნებამდე მაშინდელ უფროსთან ზაზა თოდაშვილთან შევედი, მითხრა არაფერი გინდა, წადი და არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაგენიშნებაო. მერე აგენტმა შეგვამოწმა, დამპირდა, ფართს არ ჩაგიწერ ბევრს და დაბალი ქულები მოგივაო. 30-ში შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ არჩევნებზე ხმის მისაცემად მაინც წავედი, ამ მომაკვდავ ქალს კი ყუთი სახლში მოუტანეს. 31-ში სააგენტოს ისევ მივაკითხე, როგორც მითხრეს, ფართი დიდია და დახმარება ვერ დაგენიშნათო. მოგვატყუეს და გამოგვიყენეს. “

მაშინდელი, გურჯაანის სოციალური მომსახურების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტის
გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი ზაზა თოდაშვილი აღნიშნულ ფაქტს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ დეკლარაციის არასწორად შევსებას არც ერთი აგენტი არ დაპირდებოდა.
„წინასარჩევნოდ ვინმეს რომ რამეს დავპირებოდით, ასეთი რამ არ ყოფილა. ამ ქალბატონის დეკლარაციაში დაფიქსირებული იყო, რომ სადღაც დამლაგებლად მუშაობდა. ცვლილების შესატანად მოვთხოვეთ ცნობა, რომ აღარ მუშაობს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ფართის მოცულობას ვინმე დაფარავდა, აბსურდია. რისკის ქვეშ საკუთარ თავს და თანამდებობას არავინ დააყენებდა.“

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნული ოჯახი ბოლო ორი წლის განმავლობაში ოთხჯერ გადამოწმდა.
„სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე მაღალი სარეიტინგო ქულა მოსდით. მართალია, მათი ქულა ზედა ზღვარს ოდნავ სცდება და არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ ფულად საარსებო შემწეობას არ ითვალისწინებს. როგორც იცით, ქულების დათვლისას გათვალისწინებულია ყველა მონაცემი, რასაც ოჯახი უთითებს, ამიტომ ერთ კონკრეტულ მონაცემს ვერ გამოვყოფთ, თუ რის გამო მიენიჭათ მაღალი ქულა. ოჯახს აქვს ძალიან დიდი საცხოვრებელი ფართი, ასევე დამხმარე ნაგებობა. ორივე წევრი ასაკით პენსიონერია და სახელმწიფოსგან იღებს ასაკობრივ პენსიას. ასევე აქვთ საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივი პაკეტი. ორივე მათგანს ჰყავს გარეთ მცხოვრები შვილები- ჯამში 4 პირი. ეს ყველაფერი გვაძლევს სარეიტინგო ქულას.“

სარაშვილების ოჯახი პირველი არ არის, რომელიც დახმარების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად საცხოვრებელი ფართის მოცულობას ასახელებს. speqtri-ge-მ ამ საკითხზე არაერთი მასალა მოამზადა. იურისტები და ადამიანის უფლებადამცველები კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ხშირად დიდი ფართი მოსახლეს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, რადგან მისი გათბობაც კი შეუძლებელია. ისინი ფიქრობენ, რომ მეთოდოლოგია, რის მიხედვითაც სარეიტინგო ქულა განისაზღვრება, გადასახედია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.