თელავის უნვერსიტეტს "რუსთაველოლოგიური თხზულებანი“ საჩუქრად გადაეცა
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მწერალმა და პუბლიცისტმა, როსტომ
ჩხეიძემ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტს, საჩუქრად პავლე ინგოროყვას "რუსთაველოლოგიური
თხზულებანის“ ტომეულები გადასცა.
წიგნის პრეზენტაციას ოთხტომეულის რედაქტორი, პროფესორი როსტომ ჩხეიძე
დაესწრო, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დიდი ხნია
ნაყოფიერად თანამშრომლობს.
შეხვედრაში მონაწილეობა წიგნის გამომცემელმა, საქართველოს სოფლის
მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა, პროფესორმა
იოსებ ჭუმბურიძემ, თელავის სახელმწიფო უნივერიტეტის რექტორის
მოადგილეებმა, პროფესორებმა, სტუდენტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა მიიღეს.
წიგნი, რომელიც ცნობილი მკვლევარის, ლიტერატურათმცოდნის, ისტორიკოსის,
პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის, პავლე ინგოროყვას, მონოგრაფიაა
შოთა რუსთაველზე, გენიალური ქართველი პოეტის დაბადებიდან 850-ე
წლისთავს ეძღვნება.
შეხვედრა წიგნის რედაქტორის ინიციატივით და თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის
დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები