საზოგადოება
როგორ გადანაწილდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია და განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნა. საფინანსო დოკუმენტი წელს 10 მილიონ 146 ათასი ლარით განისაზღვრა.


„მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ოფისის ხარჯები 600 ათასი ლარით შევამცირეთ, რომ თანხა სხვა დანიშნულებით გადაგვენაწილებინა. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიო 855 ათასი დაიხარჯება. 2017 წლის პროექტში გაზრდილია ბაღების სუბსიდირება. ბავშვების კონტინგენტი გაიზარდა და შესაბამისად, დაფინანსდება ახალი ჯგუფები. სოციალური პაკეტი 30-40 ათასით გაიზარდა. დასუფთავების სამსახურს შპს „კეთილმოწყობას“ სასაფლაოების მოვლა-პატროპნობა დაემატა. მათ 600 ათასი ჰქონდა დაფინანსება და 60 ათასი კიდევ განესაზღვრათ. ყველა სასაფლაოს ეყოლება დარაჯი, რომელიც მიხედავს და პარალელურად, თვეში ერთხელ დაასუფთავებს. თანხა გვაქვს გათვალისწინებული როგორც ახალი სკვერების მოწყობისთვის, ასევე მოვლა-პატრონობისთვის. რამდენიმე მინისტადიონს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, შეიცვლება დაზიანებული ბალახის საფარი,“ - აღნიშნა სპექტრთან საუბარში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.
მისივე თქმით, დოკუმენტი 15 ნოემბერს გადაეგზავნა საკრებულოს და ათი დღის ვადაში უნდა განიხილონ. ბიუჯეტის დამტკიცება 10 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google