საზოგადოება
წინანდალში ფოცხვერაშვილების სახლი დაიწვა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ფოცხვერაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ამ დროს ოჯახის ოთხივე წევრი სახლში იმყოფებოდა. მათ დამწვრობა არ მიუღიათ.

ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო -სამაშველო სამსახური 2 საათის განმავლობაში ცდილობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, საბუხრეში გაჩნდა, რამაც   ოთახების ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა.

გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახს შესაბამის დახმარებას აუცილებლად აღმოუჩენენ.


| Print |
FaceBook Twitter Google