საზოგადოება
კაჭრეთის ხევზე გაბიონები მოეწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის შიდა საუბნო გზის მიმდებარედ არსებულ ხევში გაბიონები, ხოლო გზის გასწვრივ დამცავი ბარიერები მოეწყო.

სამუშაოებისთვის საჭირო თანხა საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულებით გამოიყო. სამუშაოების წარმოებისთვის 120000 ლარი დაიხარჯა. 70 მეტრზე ხუთიარუსიანი გაბიონი მოეწყო. სამუშაოები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27 ნოემბერს დასრულდა.
| Print |
FaceBook Twitter Google