საზოგადოება
ხვალ ახმეტას და თელავს ელექტროენერგია შეუწყდება
ს.ს. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ინფორმაციით, 2 დეკემბერს ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს დროებით დენი გაეთიშება.


10:00-დან 15:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ზემო ალვანს, ქვემო ალვანს, ფიჩხოვანს, მაღრაანს, არგოხს, ალავერდსა და ბაბანეულს.
11:00-დან 14:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ლაფანყურსა და მერქნის სერს.
ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google