საზოგადოება
სოფელ წინუბანში ახლადაშენებული ბაღის ეზო დაიტბორა
გუშინ, უხვი ნალექის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საბავშვო ბაღის ეზო დაიტბორა. როგორც speqtri.ge-ს ახმეტის გამგეობაში განუცხადეს, შენობას პრობლემები არ შექმნია.
- "ეზოს ნაწილი დაიტბორა, შენობას არანაირი ზიანი არ მიდგომია. ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაჭრელად, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. სამომავლოდ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი პრობლემა აღარ წარმოიშვას, არხებიხ გაიჭრება."- განუცხადა speqtri.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლუხუმი შეთეკაურმა.

წინუბანში გამგებლის წარმომადგენლის, თამარ მარგოშვილის ინფორმაციით, ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო და 2017 წლისთვის დასრულდება, ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესი დაქირავებულ ფართში მიმიდინარეობს.

უკვე წლებია სოფელ წინუბანში საბავშვო ბაღს საკუთარი შენობა არ აქვს და კერძო სახლშია განთავსებული, ფართის სიმცირის გამო აღსაზრდელების ნაწილი ბაღში სიარულს ვერ ახერხებს.




სულხან ბორძიკაშვილის ფოტო
| Print |
FaceBook Twitter Google