საზოგადოება
რა ქონებას ფლობენ გურჯაანის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეები

Speqtri.ge თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გამოქყვეყნებას აგრძელებს. ამჯერად კახეთის პოლიციიის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის შოთა მოსულიშვილის და მისი მოადგილეების ლევან მაისურაძისა და ალექსი ბუიშვილის ქონებას გაგაცნობთ.

შოთა მოსულიშვილის მამა ვანო მოსულიშვილი საცხოვრებელ სახლს ფლობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, (ფართობი - 480.00 კვ.მ, ასევე მიწის ნაკვეთს ამავე სოფელში (ფართობი - 1200.00 კვ.მ)
შოთა მოსულიშვილმა გასული წლის პირველი დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული სამუშაოსთვის 13400 ლარი მიიღო. (გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა). მისი მეუღლე ეკატერინე მოსულიშვილი ავერსი გეოფარმის წნორის ფილიალის მენეჯერია, მას ხელფასის სახით გასულ წელს 9000 ლარი დაერიცხა. შოთა მოსულიშვილის და შორენა მოსულიშვილი სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელია, მისმა ხელფასმა გასულ წელს 720 ლარი შეადგინა.

გურჯაანის პოლიციის უფროსმა გასულ წელს ლიბერთი ბანკში სამომხარებლო სესხი აიღო 9000 ლარის ოდენობით, მის დასაფარად კი 3852 ლარი გადაიხადა. 5000 ლარი სამომხმარებლო სესხი აქვს საქართველოს ბანკში მის მეუღლეს ეკატერინე მოსულიშვილს, რის დასაფარადაც გასულ წელს 4200 ლარი გადაიხადა.

ლევან მაისურაძე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა. დედამისის ლეილა ოსიაშვილის მფლობელობაშია, საცხოვრებელი სახლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში( ფართობი - 400 კვ.მ), 2 მიწის ნაკვეთი ამავე სოფელში ( ფართობი - 5000.00 კვ.მ და600.00 კვ.მ).

დეკლარაციის შევსების დროს ლევან მაისურაძეს საქართველოს ბანკში 1500 ლარი ერიცხებოდა. მან გასულ წელს გაწეული სამუშაოსთვის 10720 ლარი აიღო ( გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო), მისი მეუღლე მაკა ღვედაშვილი საქართველოს ბანკის მოლარე ოპერატორია, მისმა ხელფასმა გასულ წელს 6400 ლარი შეადგინა. ლევან მაისურაძის და ბელა მაისურაძე სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის პედაგოგია, მისმა ხელფასმა კი 1200 ლარი შეადგინა.

ალექსი ბუიშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა (დეტექტივების განყოფილების უფროსი). მამამისი, მიხეილ ბუიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლს ქალაქ თელავში( 120 კვ.მ) და მიწის ნაკვეთს( 570 კვ.მ). ალექსი ბუიშვილის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში( ფართობი - 1500 კვ.მ). ის ასევე ფლობს ავტომანქანა MITSUBISHI PAJERO IO-ს და ცეცხლსასროლ იარაღს (პისტოლეტი MAKAROV PM). ალექსი ბუიშვილის ხელფასმა გასულ წელს 14400 ლარი შეადგინა.
| Print |
FaceBook Twitter Google