საზოგადოება
ავტობუსი თელავის თეატრს ბიძინა ივანიშვილისგან
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრს "HYUNDAI“-ს მარკის ავტობუსი საჩუქრად გადასცა.
თეატრს 20 წელი ტრანსპორტი არ ჰყავდა.

"ბატონი ბიძინა თეატრში დაახლოებით თვენახევრის წინ იყო. სიტუაციამ მოიტანა, გავბედე და ვუთხარი, რომ ტრანსპორტის მხრივ გასაჭირი გვქონდა. დაგვპირდა და შეასრულა კიდეც. თავისთავად ეს მოითხოვდა იურიდიულ საკითხებს. ავტობუსი გადაეცა კულტურის სამინისტროს და მან კი ჩვენს ბალანსზე გადმოიტანა. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ თეატრს არ ჰყავს საკუთარი ავტობუსი, პირველები ჩვენ ვართ. "- აღნიშნა თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაატა გულიაშვილმა.

ცნობისთვის, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში 66 ადამიანია დასაქმებული, აქედან 22 მსახიობია.

| Print |
FaceBook Twitter Google