საზოგადოება
ავტომობილებზე ქონების გადასახადი დაწესდება
2017 წლიდან მთავრობის მიერ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ავტომობილებზე ქონების გადასახადი სავალდებულო ხდება.

კანონპროექტის მიხედვით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი სხვადასხვა დროს გამოშვებულ ავტომობილებზე განსხვავებული იქნება.

"ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ვალდებული ხდება გადაიხადოს ქონების გადასახადი მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე. ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება ავტომობილის ასაკის მიხედვით, ლარში", - ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტში.

ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით: ერთ წლამდე - 500 ლარი; 1-დან-5 წლამდე - 240 ლარი; 5-დან -10 წლამდე - 120 ლარი; და 10 წლის ზემოთ - 60 ლარი. ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის შედეგად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, სავარაუდოდ, 3 მლნ ლარით გაიზრდება.
| Print |
FaceBook Twitter Google