საზოგადოება
პედაგოგები ბულინგისა და ძალადობის თემაზე სპეციალურ ტრენინგებს გადიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგ-მოდულის „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელება დაიწყო.


ტრენინგზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ეცნობიან ბულინგისა და ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, ოჯახში ძალადობის სახეებს, სტიგმასა და სტერეოტიპული აზროვნების გავლენას ძალადობასა და ბულინგზე, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტის მოგვარების გზების ცოდნის მნიშვნელობას ბულინგის პრევენციისთვის და  ტოლერანტობის კულტურის მნიშვნელობას.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს შეეძლებათ ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, ასევე, საკლასო ოთახში, სკოლასა და საზოგადოებაში ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა. მთლიანობაში ამ ეტაპზე 334 პედაგოგი გადამზადდება. ამჟამად ტრენინგი უკვე გაიარა 175-მა მასწავლებელმა.  სწავლების მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლაში ბულინგის პრევენციასა და ტოლერანტული კულტურის განვითარებას.

| Print |
FaceBook Twitter Google