საზოგადოება
საქართველოში ცივი ამინდი და ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 - 8 დეკემბერს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5° იქნება, ღამის საათებში დაბლობსა და ბარში -4, -7° - მდე დაეცემა. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. 9 დეკემბერს გამოიდარებს. 10 – 11 დეკემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა და +5, +10°-მდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google