საზოგადოება
ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ოპერაციას ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს
ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი წლის ბარბარე მოლაშვილის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა. სამინისტროს ინფორმაციით,  ბავშვს ოპერაცია რამდენიმე დღეში ჩაუტარდება.
„ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული როგორც კლინიკის შერჩევის, ასევე თანხის მოძიების პროცესში. მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებაში.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბარბარე მოლაშვილს სასწრაფო ოპერაცია სჭირდეოდა, სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა.
ცნობისთვის, მოლაშვილების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს.
| Print |
FaceBook Twitter Google