საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ კონტროლს აძლიერებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე.

-"ხე- ტყის უკანონო მოპოვებაზე განსაზღვრულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ამას ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი. გააჩნია ამ ხე-ტყის ღირებულებას, წიფელია, რცხილა თუ წიწვოვანი მცენარე. ამის შემდეგ დაანგარიშდება რა ზიანი მიადგა გარემოს და შესაბამისად აქედან გამომდინარეობს პირის დაჯარიმების საკითხიც. "- აღნიშნა speqtri.ge-სთან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს იურისტმა გიორგი გოთაიძემ

აღნიშნული უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს უარი თქვან წიწვოვნების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში  მათ მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები გატარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნაძვი / კონტროლი /