საზოგადოება
გურჯაანის გამგეობამ გარევაჭრობის ნებართვა 14 იანვრამდე გასცა
რამდენიმე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გარემოვაჭრეებს წმინდა ნინოსა და რუსთაველის ქუჩაზე  ვაჭრობის უფლება მისცა.

-"მოგეხსენებათ წინ სადღესასწაულიო დღეებია. ამ დროს კლიენტების რაოდენობაც იმატებს. ჩვენ მოვაჭრეების ინტერესები გავითვალისწინეთ, რათა მათ პროდუქციის რეალიზაცია გაუადვილდეთ. ეს არის დროებითი რეგულაცია, რომელიც 14 იანვრამდე გაგრძელდება. შემდეგ ისინი ვალდებულები იქნებიან წესებს დაემორჩილონ."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს პოლიციამ გარემოვაჭრეებს გაფრთხილება რამდენჯერმე მისცა.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის თანახმად ნებართვის გარეშე გარევაჭრობა აკრძალულია.



| Print |
FaceBook Twitter Google