საზოგადოება
ბაკურციხეში გრიგოლ ფერაძის სახელობის შრომის სახლი გაიხსნება
ბაკურციხეში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის დასრულების შემდეგ, აქ გრიგოლ ფერაძის სახელობის შრომის სახლი გაიხსნება. მსურველებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ. კერძოდ, მედურგლეობას, მეღვინეობას, მეთუნუქეობას, თექას, გობელინზე მუშაობას და სხვა.

კულტურის სახლში ასევე მოეწყობა საექსპოზიციო, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები, ჩამოყალიბდება სამრევლო სკოლა, სადაც მოსწავლეები მართლმადიდებლური ეკლესიის და რელიგიის ისტორიას, მედავითნეობას, ხატწერას, მინანქრის ხელოვნებას, გალობას და ხალხურ რეწვას შეისწავლიან.

სამუშაოები სასულიერო პირებმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და გამგებელმა გია გერგიძემ დაათვალიერეს. ამ დროისთვის გარე ფასადის და ეზოს მოპირკეთება მიმდინარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google