საზოგადოება
საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.

დღეს ღამით დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში -7, მთაში -14, ხოლო მაღალ მთაში -20 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -8 დან -15-გრადუსამდე (შიდა ქართლში), თბილისში -5 გრ. მთაში -18 გრ. მაღალმთაში -22-მდე დაფიქსირდება. სააგენტოს ინფორმაციით დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თოვლის სახით ნალექი შენარჩუნდება. იქროლებს ძლიერი ქარი. 10-11 დეკემბერს კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, თუმცა ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს.

| Print |
FaceBook Twitter Google