საზოგადოება
როდის იქნება შესაძლებელი პირადობის მოწმობის აღება უფასოდ
მეორე დღეა მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 დეკემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პირადობის მოწმობა - უფასოდ, ხოლო ბიომეტრიული პასპორტი 50%-იანი ფასდაკლებით აიღონ.


ინფორმაციის გადასამოწმებლად speqtri.ge სამოქალაქო რეესტრს დაუკავშირდა. „აქცია იგეგმება, მაგრამ რა პირობებით იქნება და ვის შეეხება, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს.“- განაცხადეს აღნიშნულ უწყებაში.
მათივე ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
მოქალაქეებს ამ დროისთვის პირადობის მოწმობის აღება 10 დღის ვადაში 30 ლარად შეუძლიათ, ბიომეტრიული პასპორტი კი ასი ლარი ღირს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / პირადობა /