საზოგადოება
რა ღონისძიებებია დაგეგმილი გურჯაანში საახალწლოდ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები 23 დეკემბრიდან დაიწყება და 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ფაქტობრივად, გარე განათებების მოწყობა დასრულებულია. 23-ში საღამოს ექვს საათზე მთავარი ნაძვისხე განათდება. 30-ში იქნება კონცერტი ღია ცის ქვეშ პოპულარული მომღერლების მონაწილეობით. ასევე, 500 ლარით დაჯილდოვდება 40 მაღალქულიანი სტუდენტი. საღამო ფოიერვერკით დასრულდება. სამი იანვრიდან კულტურის ცენტრში დაიწყება საახალწლო კონცერტები.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ბეროშვილმა.
მისივე თქმით, საახალწლო კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 4 900 ლარია გამოყოფილი.



| Print |
FaceBook Twitter Google