საზოგადოება
ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანების გამოცხობა საეკლესიო წესი არ არის - მამა ვაჟა
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

„ ეს უდიდესი წმინდა მოწამეა. შეიცნო რა ჭეშმარიტი სარწმუნოება, მან ქრისტეს გამო ყველაფერი გაიღო და თავი გასწირა. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით ყველა ბარბარეს. ვუსურვებ, ჩვენს ახალგაზრდებს და მომავალ თაობას ასეთი რწმენით აღვსილნი და სულისკვეთებით ყოფილიყვნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, “-აღნიშნა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ვაჟა სონღულაშვილმა.
ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია და ოჯახში ლობიანებს აცხობენ. მამა ვაჟას თქმით, ამას ეკლესიასთან საერთო არაფერი აქვს.
„ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანების გამოცხობა - ეს ტრადიციაა და საეკლესიო წესი არ არის. ამით აღნიშნავენ დღევანდელ დღეს, ზეიმობენ. მას რაიმე სულიერი დატვირთვა არ გააჩნია.“
წმინდა ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

| Print |
FaceBook Twitter Google