საზოგადოება
გურჯაანში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა
დღეს გამთენიისას, გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე სამი ქალბატონი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი გურჯაანის სამედიცინო ცენტრ ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანა.

მოწამლულები არიან 45, 47 და 66 წლის ქალები. პაციენტები შესაბამისი მკურნალობის კურსს გადიან.

| Print |
FaceBook Twitter Google