საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა პანკისის ორ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფლების - ომალოსა და ჯოყოლოს საჯარო ბიბლიოთეკებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.
პანკისელებისთვის მათ სხვადასხვა ჟანრის 1500-მდე წიგნი შეაგროვეს, მათ შორის, საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა.

აღნიშნული აქციის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელშეწყობა და ბიბლიოთეკით სარგებლობის ხელმისაწვდომობა.


| Print |
FaceBook Twitter Google