საზოგადოება
გურჯაანში სპორტული ააიპ-ების ოპტიმიზაცია დასრულდა
მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების შემდეგ გურჯაანში სამი სპორტული ააიპ-ი გაერთიანდა.

გამგეობის გადაწყვეტილებით, სპორტკომპლექსი, სპორტული სკოლა და რევაზ მინდორაშვილის სახელობის ჭიდაობის სკოლა ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
„სამი ააიპ-ის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ერთი -„სპორტული გაერთიანება“, რომელიც ახალი წლიდან შეუდგება ფუნქციონირებას. მას არჩილ გოგიაშვილი უხელმძღვანელებს. როგორც ვიცი, ახალი ხელმძღვანელი გეგმავს ჩაიხედოს ხარჯების სტრუქტურაში. აპირებს, თუ გამოთავისუფლდება სახსრები, იმით მოხდეს ტრენერების წახალისება და ეს აისახოს ხელფასის ზრდაშიც. გაერთიანების მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჩაერთოს სპორტულ წრეებში. თანამშრომლების შემცირება, როგორც ვიცი, არ იგეგმება,“-აღნიშნა გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის გამგეობამ სპორტული ააიპ-ების რეორგანიზაცია 2016 წლის აპრილში დაიწყო.






| Print |
FaceBook Twitter Google