საზოგადოება
გურჯაანში ხანძარს 77 წლის ქალი ემსხვერპლა
სოფელ გურჯაანში, გვიან ღამით, ხანძრის შედეგად 77 წლის ქალი დაიწვა.

ის სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი მეზობლებმა გვიან შენიშნეს, რის გამოც მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რა გახდა ხანძრის გამოწვევი მიზეზი გამოძიება დაადგენს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google