საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი კახეთსაც მოემსახურება
9 - 31 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - მომსახურებას გაუწევს იმ რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.


მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი ელექტრონული მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, მოხდება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

კახეთში მოძრავი სერვისცენტრი შემდეგი განრიგით იქნება:

1. გურჯაანი 20.01.2017 - (გამგეობის შენობა) ნონეშვილის ქუჩა 13
2. ყვარელი 23.01.2017-( გამგეობის შენობა) კუდიგორის ქუჩა 1
3. ახმეტა 24.01.2017 – (გამგეობის შენობა) ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩა 49
4. სიღნაღი 25.01.2017- (გამგეობის შენობა) აღმაშენებლის მოედანი 4




| Print |
FaceBook Twitter Google