საზოგადოება
სოციალურ პაკეტს ორი პროექტი დაემატა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის პირველ სესიაზე დეპუტატებმა ახლად დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს.


ახალი წლიდან სიახლეა სოციალური დახმარების პროგრამაში, სადაც ორი ახალი პროექტი ამოქმედდება. დახმარება გაეწევათ შშმ პირებსა და იმ ოჯახებს, სადაც ეპილეფსიით დაავადებული სამი ან მეტი წევრი ცხოვრობს.
„ჩვენი სოციალური პაკეტი უცვლელი სახით გადავიდა და ორი ახალი პროექტი დაგვემატა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ადაპტაცია-რეაბილიტაციას გადიან სხვა ან ჩვენივე მუნიციპალიტეტში, გზის ხარჯები აუნაზღაურდებათ. ასევე აუცილებელი მედიკამენტების ხარჯები დაუფინანსდებათ ერთ ოჯახში მცხოვრებ ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს,“-აღნიშნა სოციალური კომისიის თავმჯდომარე ნათია გიორგაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემების მიხედვითი, ასეთი კატეგორიის ბენეფიციარების რიცხვი მუნიციპალიტეტში მცირეა. თუმცა, აღრიცხვის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.
| Print |
FaceBook Twitter Google