საზოგადოება
გურჯაანში 15 ააიპ-ს დაფინანსება შეუმცირდა


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ააიპი-ებს სუბსიდია 10 პროცენტით შეუმცირდათ.
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, კლება მხოლოდ საკანცელარიო ხარჯებზე აისახება.
„2017 წლის ბიუჯეტით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ 15 ააიპ-ს 10%-ით ნაკლები სუბსიდია განესაზღვრა. ძირითადად დაიკლო ადმინისტრაციულმა ხარჯებმა. აქედან მორჩენილი თანხა გზების და წყალგაყვანილობის მოწესრიგებას დაემატა. ეს საგანგაშო არ არის, რადგან ბევრ აიიპ-ს ჰქონდა წლის ბოლოს ეკონომია.“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ცვლილება მხოლოდ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას არ შეხებია. მათ გასული წლის მსგავსად სუბსიდია მილიონ რვაასი დარჩათ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ააიპი /