საზოგადოება
10 მიწის ნაკვეთი, 4 სახლი, 3 მანქანა- კახეთის გუბერნატორის მოადგილის ქონება
speqtri.ge კახეთის გუბერნატორის მოადგილის ირაკლი შიოშვილის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ. დეკლარაცია მან მიმდინარე წლის 16 იანვარს შეავსო.
ის  7 მიწის ნაკვეთს ფლობს თელავში , სოფელ რუისპირში, რომელთაგან ოთხი 2017 წელს მემკვიდრეობით მიიღო, ერთი აჩუქეს, ორი ნაკვეთის შეასაძენად კი 2016 წელს მთლიანობაში 1000 ლარი გადაიხადა.

2017 წელსვე ირაკლი შიოშვილს მემკვიდრეობით ერგო ავტოფარეხი, სამი საცხოვრებელი სახლი თელავში, ასევე მიწის ნაკვეთი ამავე ქალაქში, 26 მაისის ქუჩაზე და არასაცხოვრებელი ფართი.

2016 წელს მან თბილისში ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რისთვისაც მთლიანობაში 100 000 აშშ დოლარი გადაიხდა.

მის მფლობელობაშია ასევე არასაცხოვრებელი ფართი და ბინა თბილისში, რომელიც მიმდინარე წელს 57 000 აშშ დოლარად შეიძინა.

კახეთის გუბერნატორის მოადგილეს სამი ავტომანქანა ჰყავს: ტოიოტა ლენდ კრუიზერი, რომელშიც 2015 წელს 98000 ლარი გადაიხადა, nissan x trail - 2002 წელს 20000 აშშ დოლარად იყიდა, ხოლო mitsubishi io, 2013 წელს 4500 აშშ დოლარად შეიძინა.

დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი შიოშვილს „თი-ბი-სი“ ბანკში 15 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა, ხოლო ნაღდი ფულის სახით 5 000 ლარი ჰქონდა.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე ფლობს შპს შიო თრეველ საქართველოსა და შპს თელავის დამოუკიდებელი პროფესიული მომზადების ცენტრს. სამეწარმეო საქმიანობიდან გასულ წელს მან 2 000 ლარი მიიღო.

გასულ წელსვე გაწეული სამუშაოსთვის, როდესაც ის შპს მობიტელი თელავის ფილიალის დირექტორი იყო, ხელფასის სახით, 27295 ლარი დაერციხა, ხოლო 3870 ლარი ერგო გუბერნატორის მოადგილის თანამდებობიდან.

ცნობისთვის ირაკლი შიოშვილი აღნიშნულ პოსტზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა.
| Print |
FaceBook Twitter Google