საზოგადოება
საქართველოში კვლავ ცივი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსი იქნება.
ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.
25 იანვარს, დღის ბოლოს,  შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც 26-29 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა  +1, +6 გრადუსი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google