საზოგადოება
9 შპს, აგარაკი, ბინა, 2 მიწის ნაკვეთი- დავით სონღულაშვილის ქონება და შემოსავლები
speqtri.ge გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ. ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 18 იანვარსაა შევსებული.
დეპუტატი ფლობს 2 მიწის ნაკვეთსა (ფართობი- 1500,00კვ.მ და 600 კვ.მ) და ავტოფარეხს დაბა კოჯორსა და ტაბახმელაში. 2016 წელს დეპუტატმა დაბა კოჯორში 120 000 ლარად აგარაკი შეიძინა. მის სახელზეა გაფორმებული ასევე ბინა თბილისში (ალ.ყაზბეგის გამზირი, ფართობი: 336,30 კვ.მ), რომელიც 2016 წელს 400 000 ლარად იყიდა.

დეკლარაციის შევსების დროს, მის მეუღლეს ქეთევან მაღულარიას პირად ანგარიშზე „საქართველოს ბანკსა“ და „ლიბერთი ბანკში“ ჯამში 784 ლარი ერიცხებოდა, თავად დავით სონღულაშვილს 3064 ლარი, ხოლო მის შვილს, ბიძინა სონღულაშვილს ანაბარზე 12651 ლარი ჰქონდა, მეორე შვილს სესილი სონღულაშვილს კი 4185 აშშ დოლარი.

დეკლარაციის შევსებისას დეპუტატს ნაღდი ფულის სახით გააჩნდა დანაზოგი 60 000 აშშ დოლარი და 30 000 ლარი.

დავით სონღულაშვილი რამდენიმე შპს-ს გარკვეული წილის მფლობელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი დღეისათვის არ ფუნქციონირებს.

შპს „გამსახურდიას 5 საქართველო“, წილი- 16%;
შპს „ედრესი საქართველოს“ წილი- 59%;
შპს „დრაი ქლინინგ ჯორჯია საქართველო“, წილი- 16.67% (არ ფუნქციონირებს);
შპს „რთველი-2002 საქართველო“, წილი- 34% (არ ფუნქციონირებს);
შპს „ბელეზა საქართველო, წილი- 100% (არ ფუნქციონირებს);
შპს „პროგრესი“, წილი 50%;
შპს „ინტერგაზი საქართველო“, წილი- 30% (არ ფუნქციონირებს);
შპს „თიეიჩ ჯორჯია საქართველო“, წილი 33% (არ ფუნქციონირებს);
შპს „ბეიბი ზუმი საქართველო“, წილი- 100,00%.

დეპუტატმა 2015-2016 წლებში თანხა ოთხჯერ გაასესხა (56300,0 აშშ დოლარი, 145000 აშშ დოლარი, 611890 ევრო, 30000 ევრო, აქედან მიღებული შემოსავალი-11899,14 ლარი, 30376,43 ლარი, 79845,32 ლარი.)

მაჟორიტარს 2015-2016 წლებში, სამი სესხი აქვს აღებული ლარში, დოლარსა და ევროში- (678200 ევრო, 200000 აშშ დოლარი და 120 000 ლარი).

დავით სონღულაშვილმა 2016 წელს შვილების სწავლის საფასური 5670 ლარი გადაიხადა.


| Print |
FaceBook Twitter Google