საზოგადოება
რა ეღირება გურჯაანში საცურაო აუზით სარგებლობა
გურჯაანის სპორტ-კომლექსში, საცურაო აუზი ფუნქციონირებას სრული დატვირთვით სავარაუდოდ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყებს.
ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

-„აუზი საერთაშორისო სტანდარტის, საშეჯიბროა. გვაქვს ე.წ „საჭყუმპალაოც“, რათა თავიდან ბავშვი წყალს შევაჩვიოთ. რა თქმა უნდა მაშველიც ყურადღებით იქნება და მასწავლებელიც. განხორციელდება ვიდეოკონტროლიც. ფასებზე უკვე ჩამოყალიბებულები ვართ. ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება, რომელიც კვირაში ორი დღით სარგებლობას გულისხმობს, ბავშვებისთვის 40 ლარი იქნება, უფროსებისთვის კი 60 ლარი. შეღავათით ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახები. ამ თანხაში შედის მასწავლებლის მომსახურებაც. გადასახადი იგივე იქნება მათთვისაც, ვისაც ცურვის სწავლა არ სჭირდება. ერთჯერადი მომსახურება ვვარაუდობთ 10 ლარი ეღირება. აუზის შენახვა ფასის მეტად დაწევის საშუალებას აღარ გვაძლევს, ხარჯი ძალიან დიდია. ცურვის მასწავლებელი გოგონა ვიპოვეთ, ახლა ბიჭები გვჭირდება. რაც შეეხება წყლის გამოცვლის საკითხს, ამას თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი მიხედავს და წყლის გასინჯვა კომპიუტერული სისტემით მოხდება.“- აღნიშნა speqtri.ge-სთან სპორტული გაერთიანების ადმინისტრატორმა გია ენუქიძემ.

აბონემენტის შესაძენად დაინტერესებულმა პირებმა სპორტკომლექსის ადმინისტრაციას უნდა მიაკითხონ. აუზით სარგებლობისთვის, ასევე საჭიროა ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა.
| Print |
FaceBook Twitter Google