საზოგადოება
რა დახმარებას გაუწევს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო მოქალაქეებს
გურჯაანში გამგეობის შენობის მესამე სართულზე, დეპუტატის ბიურომ დაიწყო მუშაობა .ბიუროს ხელმძღვანელის საკრებულოს წევრის გოგი მაჩხაშვილის თქმით, მოსახლეობამ სხვადასხვა საკითხზე დახმარებისთვის უკვე მიმართა.
„ძირითადი მიმართულებაა სოციალური სფერო - ოპერაციების დაფინანსება, ზოგიერთ სოფელში ამბულატორია არ მუშაობს და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვართ ჩართულები ამ პროცესში და ვცდილობთ პრობლემების მოგვარებას. ბიუროს ფუნქციაა მაჟორიტარი დეპუტატის ამომრჩეველთან მუშაობის ორგანიზება. შესაძლებლობის ფარგლებში მისი პატრონაჟით ვცდილობთ მოქალაქეებს გადავუწყვიტოთ პრობლემები ან დავაკვალიანოთ. განვიხილავთ წერილებს და საჩივრებს. დეპუტატისთვის ვამზადებთ სათანადო დასკვნებსა და წინადადებებს. ორგანიზებას ვუწევთ ამომრჩევლებთან შეხვედრებს. კომპეტენციის ფარგლებში ვთანამშრომლობთ პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან, კომიტეტებთან და ფრაქციებთან, “-აღნიშნა მან.

დეპუტატის ბიურო დაინტერესებულ პირებს პროექტების წერაშიც დაეხმარება. ბიუროს წევრის ილია საყვარლიშვილის განმარტებით, დაინტერესებულ პირებს ასწავლიან როგორ დაწერონ სწორად და მიაწოდონ აზრი დამფინანსებელს.
„დეპუტატის ბიურო, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თავისი ძირითადი სამუშაოსა და ფუნქციის გარდა, დამატებით სერვისებსაც სთავაზობს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს და ჩვენ მივეხმარებით პროექტის დაწერაში. ჩავუტარებთ ვორქშოპტრენინგებს. კონსულტაციას გავუწევთ სახელმწიფო პროექტებში ჩასართავად, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „სტარტაფ დაფინანსება“ და სხვა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავრი მიზანია გურჯაანის მუნიციპელიტეტში სამოქალაქო სექტორი გაძლიერდეს. ძირითადი აქცენტი ახალგაზრდების მიმართ კეთდება. მათ მივეხმარებით არამარტო პროექტის შემუშავებაში, არამედ დონორების მოძიებასა და მათთან ურთიერთობაში, შუამავლები ვიქნებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, დავეხმარებით საორგანიზაციო წესდების შექმნაში, როგორ ჩამოაყალიბონ არასამთავრობო ორგანიზაცია. “

ილია საყვარლიშვილის თქმით, ახალგაზრდული მიმართულებით ორი პროექტი კეთდება.
„ცოტა ხანში გურჯაანში იქნება ტექნოპარკი, ამაზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. მეორე მსხვილი პროექტი არის ბურგუნდიის აგროტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების დაწყება. ჩვენი დახმარებით შეიქმნა ახალგაზრდების საინიციტივო ჯგუფი, რომლის მიზანია დაარსონ შემეცნებითი ბანაკები. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ყველას აქვს შანსი თავისი იდეა განახორციელოს. “
ბიუროს თანამშრომლები მოქალაქეებს ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10-დან 18-საათამდე მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.