საზოგადოება
გომბორზე ავტომანქანებისთვის შეზღუდვები მოქმედებს
კახეთში, ინტენსიური თოვლის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
როგორც speqtri.ge-ს თელავის საგზაო სამმართველში განუცხადეს, აკრძალვები მოქმედებს მისაბმელიან, ნახევრად მისაბმელიან და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებზე. მოძრაობა დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამ დროისთვის, გომბორის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.

რაც შეეხება, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო მაგისტრალს, აქ მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / გზა /