საზოგადოება
3 თებერვლამდე ყინვები შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი იქნება. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქია მოსალოდნელი.

დედაქალაქში შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა -2, +3 გრადუსი დაფიქსირდება.
31 იანვარს ღამის საათებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექი შეწყდება და გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (შიდა ქართლი) -16, დედაქალაქში -8 გრადუსამდე დაეცემა.
31 იანვარს და 1 – 2 თებერვალს დღისით კვლავ დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი იქნება. 3–5 თებერვალს უმეტესად ნალექი შეწყდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google