საზოგადოება
11 თებერვალი 112-ის დღეა
11 თებერვალს, საქართველოში 112-ის დღე აღინიშნება, რომლის მიზანია გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა, სპეციალურად ამ დღისთვის, გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის კვირეული გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია  განახორციელა.

უწყებაში განმარტავენ, რომ "112“-ის დაარსებიდან დღემდე, არამიზნობრივი ზარები 1 351 087-ით შემცირდა.  „112“-მა მოქალაქეებს გააზრებული ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს გარდა ამ თარიღს მსოფლიოს კიდევ 81 ქვეყანა აღნიშნავს.

ცნობისთვის, 11 თებერვალი "112"-ის დღედ 2009 წელს ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა დააწესა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 112 / შსს /