საზოგადოება
პანკისში ქორწინებას ორ გვარს შორის დაპირისპირება მოჰყვა
პანკისში წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაა. მიზეზი ქორწინება გახდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  გოგონა დაოჯახებაზე თანახმა იყო, თუმცა ოჯახმა გადაწყვეტილება არ მოუწონა და ის უკან, სახლში დააბრუნა.  ფიზიკური დაპირისპირებაც ამას მოჰყვა. ინციდენტის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს, დაზიანდა ავტომობილებიც. საქმეში გარკვევას პანკისის უხუცესთა საბჭო ცდილობს.

,,ჯერ გადაწყვეტილება არ გამოგვიტანია. ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ, მეჩეთში იგეგმება შეხვედრა. შევხვდებით დაპირისპირებული გვარის უხუცეს წარმომადგენლებს, როგორც სოფელ ომალოდან, ასევე ხალაწანიდან. მომხდარზე ვიმსჯელებთ და გავაანალიზებთ. კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია,"- განუცხადა "ქრონიკას" უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google