საზოგადოება
"ბავშვს სკოლაში მისვლა აღარ უნდა, დირექტორის ეშინია“- დაპირისპირება ჩალაუბნის სკოლაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩალაუბნის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე გოგონას დედა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უპირისპირდება.
ნათია დათუაშვილის მტკიცებით, სკოლის ხელმძღვანელმა მის შვილს პანდუსით სარგებლობის უფლება არ მისცა და კიბიდან უკან ჩამოიყვანა.

-" ჩემს შვილს „როლიკიანი“ ჩანთა პანდუსზე აჰქონდა. დირექტორმა უკან გამოაბრუნა და ხელით ათრევინა კიბეზე. ბავშვს ოპერაცია აქვს გაკეთებული და სიმძიმის აწევა არ შეუძლია. ჩემი მეუღლე დირექტორთან მივიდა, ეს ყველაფერი წყნარად და მშვიდად აუხსნა. ამ საუბრის შემდეგ, ჩემი ორივე შვილი (პატარა მესამე კლასშია) გამოუყვანია კლასიდან და უყვირია, ვინ მიუტანა მამაშენს ამბავი, შენი ტარტარა ენის გამო ნახე რა მოხდაო. სალომე კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა, მაგრამ ბავშვს სკოლაში მისვლა აღარ უნდა, დირექტორის ეშინია.  ისიც ვიცი, რომ ბავშვები გამოჰყავს ხოლმე კლასიდან და ეკითხება, თქვენს სახლში ვინ იყო, ვინ ქეიფობდნენო. მეც შევხვდი დირექტორს, ისეთი ყვირილი დამიწყო, რომ მასწავლებლები გამოცვივდნენ. მათაც უყვირა, რას მისმენთ, შედით კლასებში ეს რა საყურებელიაო. ინტრიგანი და მოგზავნილი მეძახა.“

მშობლის თქმით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საგაკვეთილო პროცესის დროს მის შვილთან ერთად სხვა რამდენიმე მოსწავლეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებინებდა.

„სკოლასთან ახლოს ვცხოვრობთ, ამას წინათ მე თვითონ დავინახე, რომ გაკვეთილიდან ჰყავდა ჩემი ორივე შვილი გამოყვანილი და კიდევ ორი სხვა ბავშვი, სკოლის ეზოში „პამპერსებს“ აგროვებინებდა.“

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლამზირა ყორჩიშვილი, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს:

„დილით სიცივის გამო, კიბეები ისე იყო გაყინული, მარილი ვიყიდე და ჩემი ხელით დავყარე. გარეთ ვიდექი და ბავშვებს ვეუბნებოდი, რომ ფრთხილად ამოსულიყვნენ. ზარის დარეკვის შემდეგ, დაგვიანებით მოვიდა ეს ბავშვი, მხოლოდ ის ვუთხარი, - ყველაზე ახლოს შენ ცხოვრობ და ყოველთვის რატომ აგვიანებ-მეთქი, ყინულზე ფრთხილად ამოდი, რომ არ დაეცე-თქო. მშობლის მხრიდან ეს შანტაჟია. ამდენი წელია სკოლაში ვარ და ბავშვი არ ყოფილა ჩემი მომდურავი. რაც შეეხება დალაგებას, რესპუბლიკის მასშტაბით რომ იყო შაბათობა, მონაწილეობა ჩვენც მივიღეთ. ბავშვები გაკვეთილიდან არ გამომიყვანია. არც ის მაინტერესებს, მაგათ ოჯახში ვინ იყრის თავს. ეგ ჩემი საქმე არ არის. მშობლებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ჩემი ხმა არავის გაუგია, რასაც ამბობს, ტყუილია. მასწავლებლებს მხოლოდ ის ვუთხარი, კლასებში შესულიყვნენ და თავიანთ საგაკვეთილო პროცესს დაბრუნებოდნენ. ბავშვს რომ სკოლაში მოსვლის ეშინია, ესეც სიცრუეა. მე „ნაციონალები“ მებრძვიან, 2011 წელს ცემა-ტყეპით გამაგდეს სკოლიდან. ესენი ალეკო კახიძის (კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) მეზობლები არიან და იმან გააქეზათ, რადგან მაშინაც სწორედ მათი კლანი მიპირისპირდებოდა.“

Speqtri.ge არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აღმასრულებელ დირექტორს ანა არგანაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ საკითხით განათლების სამინისტრო და უფლებადამცველი უნდა დაინტერესდნენ.

„უნდა აღვნიშნოთ, თუ ეზოს დასუფთავება ბავშვის დასჯის მეთოდი იყო, ნებისმიერი დისციპლინური სახდელის დადება, მკაცრად წესრიგდება კანონმდებლობით. უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონით, დირექტორი ერთპიროვნულად ვერ დააკისრებს ბავშვს დისციპლინურ სახდელს და შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც იკვეთება პრობლემა. რატომ უნდა მოწყვიტო ბავშვი საგაკვეთილო პროცესს და დაალაგებინო?! გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ნებისმიერი ქმედება, რაც ხორციელდება ბავშვის მიმართ, უნდა ეყრდნობოდეს მოზარდის ჭეშმარიტ ინტერესს, გამორიცხული იყოს ბავშვის მიმართ ძალადობა ან ითვალისწინებდეს ბავშვის მოსაზრებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ რომ რომელიმე ზემოთ მოყვანილი პუნქტი იყო გათალისწინებული. მოსწავლის მიერ სკოლის დალაგება თავისთავად ცუდს არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ღირსებაშემლახავი, არ უნდა იყოს იძულებითი, მითუმეტეს არ უნდა არღვევდეს მისი განათლების უფლებას, ანუ არ ხდებოდეს საგაკვეთილო პროცესში.“

რაც შეეხება მეორე საკითხს, ანა არგანაშვილი ამბობს, რომ პანდუსით სარგებლობის უფლება, ბავშვს არ უნდა შეზღუდვოდა.
- „პანდუსი უნვერსალური დიზაინის პრინციპის მიხედვით, განკუთვნილია ყველასთვის. ანუ, ჩვენს გარშემო ყველა ნივთი თუ ობიექტი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი. უფრო მეტიც, სასურველად მიმაჩნია, ყველა მოზარდი მიეჩვიოს პანდუსის გამოყენებას, ვინაიდან ეს ამცირებს სტიგმას. მითუმეტეს, თუ ბავშვს ესაჭიროება პანდუსი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეზღუდოს მისი გამოყენების შესაძლებლობა. ჩემთვის მიუღებელია ასეთი დაყოფა, რომ ვიღაცამ კიბეზე უნდა იაროს და ვიღაცამ პანდუსით.“

მისივე თქმით, ბავშვის დაშინება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა და არავის აქვს უფლება ბავშვის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს, თუ ამას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი.
-„თუ მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვის უფლებები ირღვევა, უნდა მოგვმართოს ჩვენ, ომბუდსმენს, ან ნებისმიერ უფლებადამცველ ორგანიზაციას. ბავშვის შერცხვენა, ფეხზე დაყენება ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობის ფორმაა. ბავშვის უფლებები უნდა დაიცვას თავად ამ ოჯახმა და ასევე უნდა დაინტერესდეს სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრი. “

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.