საზოგადოება
საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე წვიმა.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
1 – 2 მარტს დასავლეთ დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დათბება. უნალექო ამინდი 3 მარტამდე შენარჩუნდება.
3 – 4 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 – 6 მარტს გამოიდარებს და დათბება.
| Print |
FaceBook Twitter Google