საზოგადოება
პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი 8 ქალსა და 1 არასრულწლოვან პატიმარს შეეხო.
ამასთან ერთად, სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალბატონს.

აღნიშნულის შესახებ დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა. შეწყალების საკითხთა კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა.


| Print |
FaceBook Twitter Google