საზოგადოება
თელავის სოფლებში ახალი ნაგვის ბუნკერები განათავსეს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ნაგვის ურნები გადაეცა.
103 ცალი ნაგვის ბუნკერი შ.პ.ს. “ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურმა” შემდეგ სოფლებში განათავსა : ნაფარეული, სანიორე, ართანა, ჯუღაანი, ლაფანყური, ფშაველი, ლეჩური და ლალისყური.

შ.პ.ს. “ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახური“-ს დირექტორის დავით მეგუთნიშვილის განცხადებით,  ნაგავთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება  მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. მაშინ სტიქიური ნაგავსაყრელები გასუფთავდა და სოფლებში 344 ცალი ნაგვის ურნა განთავსდა.

| Print |
FaceBook Twitter Google