საზოგადოება
აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-11 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, მათ შორის თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა, დილის საათებში ნისლი.

ჰაერის ტემპერატურა +9, +14 გრადუსი იქნება.  დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან და 12 მარტს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გაწვიმდება და აგრილდება.
| Print |
FaceBook Twitter Google