საზოგადოება
გურჯაანს და ახმეტას ელექტროენერგია შეუწყდება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 7 მარტს გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება.

13:00-დან 16:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ გურჯაანის მოსახლეობას.
13:00-დან 14:00 საათამდე, დენი გაეთიშება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზემო ალვანს, ქვემო ალვანს, მაღრაანს, არგოხს, ფიჩხოვანს, ალავერდსა და ბაბანეურს.
ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google