საზოგადოება
"დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო!"-ღონისძიება გურჯაანის ბიბილოთეკაში
გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა წაიკითხეს დედაზე შექმნილი ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
„გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ დღეს, ერთგულ მკითხველებთან ერთად, დედის დღე აღნიშნა. ბავშვებმა პატარა სიურპრიზი მოუწყვეს მშობლებს, მიართვეს მისალოცი ბარათები და ყვავილები. ვფიქრობთ, ერთ-ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ დედებს. “-აღნიშნა გურჯაანის საბიბილოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა მაია ბეროშვილმა.
დასასრულს ბავშვებმა ჰაერში ბუშტები გაუშვეს.


| Print |
FaceBook Twitter Google