საზოგადოება
ხვალ კახეთის სამ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, ხვალ საგარეჯოს, სიღნაღის და ახმეტის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია შეუწყდება.

12:00-დან 13:00-საათამდე დენი გაეთიშება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურს , ხოლო 13:00-დან 14:00-საათამდე სოფელ იორმუღანლოს.
11:00-დან 16:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს, ხოლო 13:00-დან 14:00-საათამდე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქისტაურს, ახალშენს, ახშანს, ახშნის ველებს, არაშენდას, იმერლიანთუბანს, ზემო ხოდაშენს, ჩაბინაანს, აწყურს, ოჟიოსა და კოღოთოს.
უწყების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google