საზოგადოება
„ზღაპრული სამყარო“ - ბავშვთა გასართობი ცენტრი გურჯაანში [Video]
გურჯაანში წმინდა ნინოს 5-ში გაიხსნა დაბადების დღის ცენტრი „ზღაპრული სამყარო“, რომელიც ბავშვებს თოჯინების თეატრის მსახიობების მიერ დადგმულ ორსაათიან პროგრამას და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს.

„პატარებს აქ ელით შეხვედრა საყვარელ ზღაპრის გმირებთან: წითელქუდა, მგელი, მასხარა, პრინცესა, ბატის ჭუკი, მაშა და დათვი მათი მხიარული მასპინძლები იქნებიან. იქნება შეჯიბრი და მხიარული სტარტები. ღონისძიების დასასრულს, პატარებს ფერადი ბუშტებით დავასაჩუქრებთ.“-აღნიშნა ცენტრის თანამშრომელმა ნათია ქოროღლიშვილმა.

მისივე თქმით, ამის გარდა, ცენტრში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ იმღერონ კარაოკეზე, ასევე მშობლებს ბავშვების დატოვებისა და გართობის სერვისსაც სთავაზობენ.
ერთსაათიანი მომსახურება 7 ლარი ღირს. ხოლო თუ ოჯახიდან ორი ბავშვია, მაშინ ფასდაკლებაა და ჯამში 10 ლარს გადაიხდიან.

| Print |
FaceBook Twitter Google