საზოგადოება
სიახლე მძღოლებისთვის - როდის ამოქმედდება მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და უკონტაქტო პატრულირების შემოღების შესახებ.

ცვლილების თანახმად, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა. ამავე პროექტის მიხედვით, კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს და პიროვნება იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს.იმავე წელს ქულების 0-მდე განმეორებით შემცირების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს არ ექნება უფლება გავიდეს გამოცდაზე მართვის უფლების შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლამდე.

ცვლილებები შედის პოლიციის შესახებ კანონშიც, რაც უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციელს უფლება ენიჭება, გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული და არასტანციონალური სიჩქარის საზომი ხელსაწყოები. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 2017 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
| Print |
FaceBook Twitter Google