საზოგადოება
ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე გათბება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 14 - 19 მარტს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წვიმა / ნისლი /