საზოგადოება
ახალი წიგნები გურჯაანის ბიბლიოთეკაში [Photo]
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ მაკულატურა შეაგროვა და 68 წიგნი შეიძინა. უახლოეს მომავალში წიგნებს დაარეგისტრირებენ და აბონიმენტში განათავსებენ, წაკითხვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
„ახალი წიგნების დაკომპლექტება დამუშავების“ განყოფილების უფროსი ნაილი ბითაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც მკითხველთა სიმრავლეს განაპირობებს.

„ბიბლიოთეკამ ასევე შეიძინა 169 საბავშვო- შემეცნებითი ენციკოლოპედია, რომლებიც უახლოეს მომავალში სოფლის ბიბლიოთეკებში გადანაწილდება. სერიის სახელწოდებაა „რა არის, რა?“ სადაც შესულია: ძველი საბერძნეთი, ევროპა, ამინდი, მეკობრეები და სხვა. წიგნები გამოცემულია ამერიკელი მწერლებისგან, სადაც ძალიან საინტერესო ილუსტრაციებიცაა. ყველა სოფლის ბიბლიოთეკას 13 შემეცნებითი წიგნი გადაეცემა , რომლებიც ვფიქრობ, ყველა მოზარდს დააინტერესებს“

გურჯაანის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე თეონა მაილაშვილი Speqtri.ge- სთან საუბარში აღნიშნავს, რომ წიგნების განახლება მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

-„ მეც ბიბლიოთეკის ერთ-ერთი აქტიური მკითხველი ვარ და ჩემთვისაც ძალიან დიდი სიხარულია ახალი წიგნების მიღება. ისინი მკითხველისთვის საზრდოა, რასაც ყოველთვის სჭირდება განახლება და მატება. ვფიქრობ, ახალი წიგნები ახალგაზრდებს უფრო მეტად დააინტერესებს. მე და ჩემი მეგობრები დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე ვერ ვახერხებთ ბიბლიოთეკაში ხშირად მისვლას, მაგრამ ვცდლობთ კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად ვესტუმროთ წიგნის სახლს.“

მომავალში გურჯაანის ბიბლიოთეკა ერთგულ მკიხველს კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google