საზოგადოება
საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. უამინდობა გვიან ღამემდე შენარჩუნდება. 21 მარტს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოშიც აცივდება. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება. 22 - 26 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
| Print |
FaceBook Twitter Google